Accentnews.ge
18 თებერვლის აქციაზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

18 თებერვლის აქციაზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

19/02/2025 12:03:30 საზოგადოება

18 თებერვალს, აქციიდან შინ მიმავალ გზაზე „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდა კიდევ ერთი მოქალაქე სერგო მარიამიძე დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თვითმხილველმა დაწერა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ის დაკავებული ადმინისტრაციული წესით და მას 173-ე (სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 174-ე პირმა (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლების დარღვევას ედავებიან.

„აქციიდან ვბრუნდებოდით მე და ჩემი მეგობარი, ათონელზე გაგვაჩერა პოლიციამ, 20-წუთიანი იდენტიფიცირების შემდეგ, მე გამომიშვეს და სერგო მარიამიძე ადაიყვანეს. ზაჰესში გადაუყვანიათ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ხელი გადახვია ფეიერვერკის მსროლელ ნიღბიან ბიჭს (რომელსაც არ იცნობდა) ესაა მიზეზი“,- დაწერა ზვიად მარიამიძემ.

ღამით „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა ნიღბიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და წაიყვანეს. მოგვიანებით შსს-ში თქვეს, რომ მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩიებლობას ედავებიან. ადვოკატი მიუთითებს მთელ რიგ დარღვევებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S