Accentnews.ge
"ეს უარიც დაემატება საჩივარს, რომელიც სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება" - ქურდოვანიძე ამაღლობელის საქმეზე

"ეს უარიც დაემატება საჩივარს, რომელიც სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება" - ქურდოვანიძე ამაღლობელის საქმეზე

19/02/2025 10:23:34 პოლიტიკა, საზოგადოება

სააპელაციო სასამართლომ უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელი. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა. მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა აპელაციაში.

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ცნო დაუშვებლად მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივარი.ქართული სასამართლო სისტემა დემონსტრაციულად ამბობს უარს მართლმსაჯულების განხორციელებაზე. ეს უარიც დაემატება იმ საჩივარს, რომელიც სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება",- წერს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებდა, რომ 16 თებერვალს წარდგენილი საჩივრით ქართული მართლმსაჯულების სისტემას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი დაასრულოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნა და წერტილი დაუსვას მის უკანონო პატიმრობას.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ "წარდგენილი საჩივარი შეეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 13 თებერვალს, ხელახლა მივმართეთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ცალსახად ვაცხადებთ, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მზია ამაღლობელის პატიმრობას გაამართლებს, მისი პატიმრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ჩვენი შუამდგომლობის დაუშვებლობა ხელოვნური ბარიერია იმისათვის, რომ სასამართლომ არ იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებულ ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე".

მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა - გუშინ, ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა. ის მკურნალობას "ვივამედის" კლინიკაში გააგრძელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S