Accentnews.ge
ეკა ბესელია: სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომლითაც დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება

ეკა ბესელია: სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომლითაც დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება

19/02/2025 10:06:21 პოლიტიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს დაზიანებები აღენიშნება.

მისი თქმით, "სახის არე ითვლება სახიფათო ზონად და ამიტომაც გაცილებით უფრო მკაცრია ასეთ დროს კანონმდებელი".

"სახის არეში აღენიშნებოდა ვიზუალურადაც და შემდეგ სამედიცინო გამოკვლევა ვთხოვეთ და ჩვენი თხოვნით ჩაიტარა გუშინვე და სამედიცინო დაწესებულებამ გასცა ოფიციალური ცნობა, რაც ახლა მე დავურთე საჩივარს. დადასტურებულია, რომ დაზიანება აღენიშნება. სახის არეში როდესაც ესვრი ადამიანს, შეიძლება, იყოს ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო. სახის არე ითვლება სახიფათო ზონად და ამიტომაც გაცილებით უფრო მკაცრია ასეთ დროს კანონმდებელი. საგნების სროლა პრეზიდენტის მიმართ, წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა და ეს იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური პოზიცია არ მოგწონს, ამისთვის არის ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა მას ცალკე დაემატება ის, რომ დაზიანება რადგან აღენიშნება, ეს ცალკე მაკვალიფიცირებელი გარემოება უდავოდ ქმნის აუცილებლობას გამოძიების დაწყების, - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით, ბესელია.

ცნობისთვის: 18 თებერვალს გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს. წინა დღეს, 17 თებერვალს, მიუნხენიდან დაბრუნებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს ელგუჯა ხოკრიშვილს ესროლეს კვერცხები აეროპორტში.

"აქცენტმა" შსს-ში სცადა გარკვევა, დაინტერესდა თუ არა მომხდარით და რა კვალიფიკაცია მისცა. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S