Accentnews.ge
მედია: გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა დაუწვეს

მედია: გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა დაუწვეს

18/02/2025 07:44:25 საზოგადოება

გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა დაუწვეს, – იუწყება "ტვ პირველი".

მისივე ცნობით, "ალაზირ ირზაევის მანქანას ბენზინი გვიან ღამით, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაასხეს. არსებობს შესაბამისი ვიდეოკადრებიც".

"ბიზნესმენი ანგარიშსწორებას რეკეტს და მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს, თავდასხმის ორგანიზატორად კი კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვს ასახელებს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, არჩევნების დროს "ოცნებას" ხმების მობილიზებაში ეხმარებოდა.

გარდაბნის სოფელ მუღანლოში, ალაზირ ირზაევის ეზოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", – იუწყება "ტვ პირველი".

შსს–ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხის გამოძალვას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S