Accentnews.ge
სებ: იანვარში ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო ევროკავშირის ქვეყნებია, იზრდება აშშ-დანაც

სებ: იანვარში ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო ევროკავშირის ქვეყნებია, იზრდება აშშ-დანაც

17/02/2025 14:22:16 ეკონომიკა, საზოგადოება

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.1%-ს უტოლდება (109.3 მლნ აშშ დოლარი).

ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაღალი ტემპით იზრდება აშშ-დან ფულადი გზავნილების მოცულობა და მნიშნელოვანი წვლილი აქვს ჯამურ მოცულობაში. იანვრის მონაცემებით, აშშ-დან ქვეყანაში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 47.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.2%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან, 2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა ჯამურად 8.5%-ით შემცირდა და 242.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილების ნაკადის შემცირებას მეტწილად რუსეთიდან გზავნილების კლება განაპირობებს. ამასთან, გრძელდება ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება.

2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 8.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S