
ზელენსკი ერდოღანს ანკარაში 18 თებერვალს შეხვდება
17/02/2025 14:17:18 მსოფლიო
18 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკსი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდება. ინფორმაციას თურქეთის კავშირგაბმულობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთინ ალთუნი პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
ინფორმაციას თურქეთის კავშირგაბმულობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთინ ალთუნი პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
"ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უმასპინძლებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ჩვენ ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. შეხვედრა 18 თებერვალს, სამშაბათს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება". - წერს ალთუნი.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ თურქეთ-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობებს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად უნდა გადაიდგას.
"ვიზიტის ფარგლებში, ასევე მოხდება აზრების გაცვლა უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და სხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე".- წერია განცხადებაში.