Accentnews.ge
იულია ნავალნაია: ქართველებს რჩევას აქეთ უნდა ვეკითხებოდეთ

იულია ნავალნაია: ქართველებს რჩევას აქეთ უნდა ვეკითხებოდეთ

17/02/2025 09:56:20 პოლიტიკა

„პირველ რიგში, მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო საქართველოს ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ეს პროტესტი, და მართლა შთამაგონებელი იყო, რამდენი ადამიანი გავიდა ქუჩაში“ – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე პროტესტზე საუბრისას.

იულია ნავალნაიამ ხაზი გაუსვა იმ ადამიანების მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კრემლის გავლენა ძლიერია.

„პუტინი ძალიან კარგად ფლობს ჰიბრიდული ჩარევის მეთოდებს მის გარშემო მდებარე ყველა ქვეყანაში. ამიტომაც, საქართველოს ოპოზიციის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – თქვა ნავალნაიამ.

კითხვაზე, რა რჩევას მისცემდა ქართველ დემონსტრანტებს, ნავალნაია ამბობს, რომ პირიქით, სხვებმა უნდა ისწავლონ ქართველებისგან:

„რთულია რჩევის მიცემა, რადგან ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვართ. ალბათ, პირიქით – ჩვენ უნდა ვთხოვდეთ მათ რჩევას, ვკითხოთ, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რადგან, როგორც ვნახეთ, ამ საქმეში ისინი ძალიან კარგები არიან“, - თქვა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S