Accentnews.ge
ტიხანოვსკაია: ვლოცულობ, რომ 2020 წლის ბელარუსის კოშმარი საქართველოში არ განმეორდეს

ტიხანოვსკაია: ვლოცულობ, რომ 2020 წლის ბელარუსის კოშმარი საქართველოში არ განმეორდეს

17/02/2025 09:49:35 პოლიტიკა

„ჩემი ერის სახელით მინდა, ქართველ ხალხს მხარდაჭერა და აღფრთოვანება გამოვუცხადო – იმ ხალხს, ვინც საკუთარ უფლებებს იცავს,“ – უთხრა ბელორუსული ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ რადიო თავისუფლებას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„როდესაც იმ ე.წ. არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსულ ხალხს ვუყურებდი, 2020 წლის ბელარუსი დავინახე. გულწრფელად გეტყვით, ვლოცულობდი, რომ ის რეპრესიები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, თქვენ არ განგეცადათ – ეს საშინელებაა“, - თქვა პოლიტიკოსმა.

„ვიცი, რომ ზეწოლა, შესაძლოა, გაიზარდოს, მაგრამ არ მინდა, იმ გზაზე გაიაროთ, რაც ჩვენ გავიარეთ. მინდა, რომ ძლიერები დარჩეთ და იმედი არ დაკარგოთ“, - თქვა მან.

მისი თქმით, ბელარუსში ბრძოლა უკვე ოთხი წელია გრძელდება, მაგრამ ხალხი არ ნებდება:

„ვგრძნობ, რომ თქვენც ასე იქნებით – ბოლომდე დადგებით. მაგრამ, მხოლოდ სიტყვები არ კმარა – დემოკრატიული სამყაროსგან რეალური მხარდაჭერაა საჭირო, რეალური ნაბიჯები შეშფოთებების ნაცვლად. დღეს კონფერენციაზე საქართველო ბევრჯერ ახსენეს. თქვენ ეს მხარდაჭერა გაქვთ, და რაც მთავარია – გაქვთ ნება და სიმტკიცე“.

„ვიცი, რომ ძალიან რთულ ვითარებაში ხართ – ჩვენ საზღვარი გვაქვს ევროკავშირთან, და ბელარუსზე შეტევა მთელი ევროპისთვის საფრთხედ აღიქმება. საქართველო ცოტა უფრო მოშორებულია და გარშემორტყმულია სხვა ქვეყნებით, მაგრამ მჯერა, რომ ამასაც გაუმკლავდებით“, - თქვა პოლიტიკოსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S