
უკრაინა: რუსეთმა ქვეეყნის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა
17/02/2025 07:52:27 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთმა ქვეეყნის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა.
მისი ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 147 დრონი.
"უკრაინის ძალებმა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს 83 დრონი, 59 კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე", – აცხადებენ სარდლობაში.
დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში, – იტყობინება საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიკოლა კალაშნიკი. მისივე ცნობით, ოთხ რაიონში დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლი. ხანძრები გაჩნდა ერთ-ერთ საამქროსა და სასაწყობე შენობებში.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის ორ რაიონში დაზიანებულია 15-მდე სახლი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ სუმიში რუსული დრონი მოხვდა ტექნიკური მომსახურების სადგურს. დაზიანებულია შენობა და ტერიტორიაზე მყოფი ავტომობილები. მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა და საწყობები. ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ ობიექტეს არ ასახელებს.