
ახმეტაში ხანძარია
26/02/2020 11:03:43 რეგიონები
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ტყე იწვის. ხანძარი დასახლებული ტერიტორიდან 10 კმ-ით არის დაშორებული.
რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული - ჯერ–ჯერობით უცნობია.
რთული რელიეფის გამო ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს. მეხანძრე-მაშველების ორი ჯგუფი სტიქიის ზონაში მისვლას ამ წუთებში ცდილობს.