Accentnews.ge
ტრამპი: მიუნხენში მოსკოვის, კიევის და ვაშინგტონის „მაღალი რანგის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება

ტრამპი: მიუნხენში მოსკოვის, კიევის და ვაშინგტონის „მაღალი რანგის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება

14/02/2025 05:49:49 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს მიუნხენში მოსკოვის, კიევის და ვაშინგტონის „მაღალი რანგის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.

“ისინი გამართავენ შეხვედრას მიუნხენში, რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად, უკრაინაც მიწვეულია. არ ვიცი ზუსტად, ვინ ჩადის თითოეული ქვეყნიდან, მაგრამ მაღალი რანგის პირები რუსეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან [იქნებიან]" - განუცხადა ტრამპმა ჟურრნალისტებს თეთრ სახლში 13 თებერვალს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა მანამდე განაცხადა, რომ რუსებთან მოლაპარაკება არ არის დაგეგმილი მიუნხენში. უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი ქვეყანა არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც კიევის გარეშე იქნება მიღწეული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–მდივნის, ტამი ბრიუსიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 13 თებერვალს ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრიი სიბიჰას. მათ განიხილეს "თამამი დიპლომატიის აუცილებლობა, რათა დასრულდეს ომი მოლაპარაკების გზით, რაც მიგვიყვანს მდგრად მშვიდობამდე".

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რუბიომ ხაზი გაუსვა "აშშ-ის ერთგულებას უკრაინის დამოუკიდებლობისა და უკრაინისა და რეგიონის სტაბილურობისადმი".

13 თებერვალს ტრამპის მიმართ გაფრთხილება გამოთქვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომ არ უნდა მოხდეს რუსეთთან ევროკავშირის ქვეყნების გარეშე შეთანხმება.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა „ამგვარად თუ იმგვარად“ მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ მოლაპარაკებაში. მისივე თქმით, "იქნება ასევე დიალოგის რუსულ-ამერიკული ნაწილი". "მოლაპარაკების მომზადება შეიძლება თვეები გაგრძელდეს", – დასძინა მან.

პესკოვმა აშშ-ის ახალი მთავრობის პოზიციას "შთამბეჭდავი" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S