
ტრამპი: "პუტინს უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებაზე ვესაუბრე"
12/02/2025 17:23:54 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებაზე ესაუბრა.
"ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს. და დავიწყებთ იმით, რომ დავურეკავთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ჩვენი საუბრის შესახებ მისი ინფორმირებისთვის, რასაც ახლავე გავაკეთებ" - წერს ტრამპი მის პლატფორმაზე სოცქსელში.
ტრამპთან პუტინის სატელეფონო საუბარი ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაუდასტურა. მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში მიიწვია.
"პრეზიდენტმა პუტინმა გაიზიარა ასევე ტრამპის ის ერთ-ერთი საკვანძო თეზისი, რომ დადგა დრო, მოსკოვმა და ვაშინგტონმა ერთად იმუშავონ" - ციტირებს პესკოვს რუსული სახელმწიფო სააგენტო РИА.