
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
26/02/2020 09:11:51 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.