Accentnews.ge
NBC News: აშშ–მა შესაძლოა, რამდენიმე საკონსულო დახუროს

NBC News: აშშ–მა შესაძლოა, რამდენიმე საკონსულო დახუროს

12/02/2025 10:56:30 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხარჯების შემცირების ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით არაერთი საკონსულოს დახურვის შესაძლებლობას განიხილავს, – იუწყება NBC News წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, საუბარი შესაძლოა, შეეხებოდეს კანადის, მექსიკისა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე მდებარე საკონსულოებს. მათივე განცხადებით, იმ საკონსულოების ძირითადი ნაწილი, რომლებიც შეიძლება, ევროპაში დაიხუროს, გერმანიასა და საფრანგეთში მდებარეობს.

როგორც წყაროები ამბობენ, ტრამპმა განიხილა საკონსულოების სია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ასევე არ არის განსაზღვრული მათი სავარაუდო დახურვის დრო. სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსულოებისგან გამოითხოვა მათი ზოგადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რათა შეაფასოს "დიპლომატიური აუცილებლობა."

ამერიკული მედიის ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალების შესაბამისად, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE) ეძებს ბიუჯეტის ხარჯვისა და ბიუროკრატიის შემცირების გზებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S