Accentnews.ge
რა წერია 2025 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც "ოცნების" პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა დაამტკიცა

რა წერია 2025 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც "ოცნების" პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა დაამტკიცა

12/02/2025 10:47:04 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა, 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

კომიტეტის სხდომა დღეს, 12 თებერვალს გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა თქვა, რომ სამოქმედო გეგმას ექნება რამდენიმე სტრატეგიული მიზანი. მათ შორის:

  • ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და ასოცირების შეთანხმებაში არსებული ვალდებულებების შესრულება;
  • ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა;
  • ასოცირების შეთანხმების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი;
  • „საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ“ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება;
  • ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობა.

"ლევან მახაშვილის განცხადებით, 2025 წელს კომიტეტი მნიშვნელოვან დროს დაუთმობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას და ასოცირების შეთანხმებაში არსებული ვალდებულებების შესრულებას. მისი თქმით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია სექტორული მიმართულებებით კანონპროექტების მიღება, რომლის საფუძველზეც საქართველოში დაინერგება ევროკავშირის სტანდარტები.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, კომიტეტი მონიტორინგს გაუწევს ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას. ამასთანავე, დაგეგმილია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებისა და დამტკიცებული საკანონმდებლო აქტების აღსრულების ზედამხედველობა.

აგრეთვე, კომიტეტის საქმიანობის 2025 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია საკომიტეტო მოსმენები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და სხვა.

სამოქმედო გეგმის თანახმად, კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საპარლამენტო დიპლომატიის გზით ქვეყნის ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერის მობილიზება იქნება, რაც გულისხმობს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და კანდიდატ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობას.

ლევან მახაშვილის განცხადებით, კომიტეტი ყურადღებას დაუთმობს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას, ასევე, ევროკავშირში წევრობის საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირებას", – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "ოცნების" პარლამენტის პრეს–სამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის: ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. სწორედ ამის გამო ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით არ წყდება პროტესტი საქართველოში. დემონსტრაციების საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ გაამკაცრა კანონები: გაზრდა ჯარიმები, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და მნიშვნელოვანად შეზღუდა აქციის მონაწილეთა უფლებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S