Accentnews.ge
ტრამპი ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად კიევში ფინანსთა მინისტრს აგზავნის

ტრამპი ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად კიევში ფინანსთა მინისტრს აგზავნის

12/02/2025 06:35:15 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც უკრაინის დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა სურს, კიევში ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს აგზავნის.

11 თებერვალს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ბესენტი უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად მიემგზავრება.

აშშ-ის პრეზიდენტი ისევ აცხადებს, რომ ომი მალე უნდა დამთავრდეს და დამთავრდება, და კვლავ ხაზს უსვამს ამერიკის მიერ დახარჯულ მილიარდებს.

დონალდ ტრამპს სკოტ ბესენტის ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.

"ბესენტი უკრაინაში ამ კვირაში ჩავა და ქვეყნის ხელისუფლებასთან განიხილავს იშვიათ მიწათა ელემენტებზე აშშ-ის წვდომის საკითხს და უკრაინის ენერგორესურსებსა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ აქტივებს. საუბარი იქნება უკრაინის ზოგიერთ სახელმწიფო საწარმოზეც" , – იუწყება Reuters წყაროზე დაყრდნობით.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, სურს მისგან იშვიათი ლითონები მიიღოს.

ტრამპის თქმით, "მსგავსი გარიგება სურთ, რათა უკრაინის მხრიდან გათანაბრდეს ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გაწეული მრავალმილიარდიანი დახმარება და კიევი ამისთვის მზად არის".

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2024 წლის შემოდგომაზე წარმოდგენილი „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ურანის, ტიტანის და ლითიუმის მოპოვების ინვესტირების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S