
ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა
12/02/2025 06:10:12 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა.
უწყებაში ამბობენ, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოთხოვნა ერეკლე ღვინიანიძეს 10 თებერვალს დაუდასტურეს.
ერეკლე ღვინიანიძე მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.
უცნობია მიზეზი, რატომ მიიღო ერეკლე ღვინიანიძემ "პოსტის" დატოვების გადაწყვეტილება.
თავდაპირველად, ღვინიანიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია მთავარმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.