
კიევზე სარაკეტო შეტევა იყო, არის მსხვერპლი
12/02/2025 05:32:36 მსოფლიო
უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ობოლონსკის რაიონში ერთი დაღუპულის გარდა, სულ მცირე, სამი დაშავებულიცაა, მათ შორის ერთი ბავშვია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევებმა სახლები და სხვა შენობები დააზიანა და ხანძრები გამოიწვია კიევის ოთხ რაიონში.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტებით შეტევის საფრთხის გამო კიევში საჰაერო განგაში 12 თებერვალს, 04:27 საათზე გამოცხადდა, რასაც მალევე მოჰყვა აფეთქებები.