Accentnews.ge
ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შემთხვევაში ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს

ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შემთხვევაში ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს

11/02/2025 19:08:29 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას მოახერხებს, ის რუსეთს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას შესთავაზებს, იმ ტერიტორიების გადაცემით, რომელსაც უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში ექვსი თვის წინ დაწყებული შეტევის შედეგად იკავებს, – ამის შესახებ მან „გარდიანთან” ინტერვიუში განაცხადა.

“ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მან არ იცის სანაცვლოდ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რომელ ტერიტორიას მოითხოვს.

“არ ვიცი, ვნახავთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი არ არსებობს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S