Accentnews.ge
"ნახევრად გათიშული ვიყავი, ერთ - ერთი დამახტა" - საბა სხვიტარიძემ სასამართლოზე ისაუბრა სამმართველოში ძალადობაზე

"ნახევრად გათიშული ვიყავი, ერთ - ერთი დამახტა" - საბა სხვიტარიძემ სასამართლოზე ისაუბრა სამმართველოში ძალადობაზე

11/02/2025 10:19:39 საზოგადოება

პროევროპული აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ საბა სხვიტარიძემ სასამართლო პროცესზე მოჰყვა, დაკავებიდან დაკითხვის პერიოდში მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.

"მინდოდა, მომეყოლა ჩემი წამების ფაქტები. ოქმი, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, არ შეესაბამება სიმართლეს და არის ყალბი. მე დამაკავეს სხვა ადგილას და ოქმში წერია, რომ მოწმის სტატუსით ვიყავი მისული განყოფილებაში. მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე მამაჩემთან ერთად, როცა გამაჩერა პოლიციამ მე მას დავემორჩილე, ვკითხე რატომ მაკავებდნენ და მითხრეს - "გეტყვიან". მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც უარი განაცხადეს, მოვთხოვე ჩაერთო სამხრე კამერები და არ ჩართო. მამაჩემს ვთხოვე, დაერეკა ადვოკატისთვის, რა დროსაც პოლიციამ ჩამოართვა მამაჩემს ტელეფონი და აუკრძალეს დარეკვა.

წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით, სადღაც გორთან გადამსვეს შავ სედანის [ტიპის] მანქანაში, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ ადამიანებთან (4 პოლიციელი იყო), რომლებმაც ჩამომიყვანეს თბილისის სამმართველოში.

მანქანაში მიდის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, იყო მუქარა გაუპატიურების და ა.შ. მანქანაში მხსნიან ბორკილებს და მეუბნებიან: "მოწმის სახით ხარ შენ დაბარებული და რამე რომ არ "გე...ლევა" იმიტომ გადევს ბორკილებიო". საშვი ამაღებინეს და ისე შემიყვანეს. არ ვიცოდი მოწმის სახით თუ ვიყავი, რომ მცოდნოდა, არ მივიდოდი და სასამართლოში დაკითხვას მოვითხოვდი.

შემიყვანეს ოთახში და იქ მიდიოდა გინება და შეურაცხყოფა. მოვითხოვე ადვოკატი, უარი მითხრეს. გავიდნენ და დაუძახეს ვიღაცასაც.

შემდეგ შემოვიდნენ ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელები (შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები). 4 ნიღბიანი შემოდის, ვინც ოთხაში იყვნენ, გადიან და კეტავენ კარებს. ამ დროს იწყება ჩემი ფიზიკური შეურაცყოფა, როდესაც მე ნახევრად გათიშული ვიყავი მდივანზე, ერთ - ერთი დამახტა.

შემოდეგ შემოდიან ვინც თავიდან იყვნენ, გაყავთ ეს 4 ნიღბიანი და მეუბნებიან, "კიდევ გავიმეორებთ". არ ვიცი რას ითხვდნენ ჩემგან, მხოლოდ ძალადობდნენ. ერთ - ერთმა პოლიციელმა ფოტოც გადამიღო. მე მოვითხოვე სასწრაფო და ადვოკატი. შემომიტანეს პარკი, რომ შიგნით მერწყია და მომაწოდეს წყალი. მეუბნებოდნენ, რომ "ქათმებში ჩამსვამდნენ და იქ გამაუპატიურებდნენ". გამოვყავარ შემდეგ ამ ხალხს და მე-8 სართულზე ავყავართ. გზაში ვიღაც გვხვდება და ეუბენბიან რომ "ეს არისო", ის იწყებს გინებას, "პოლიციელზე ძალადობა ეგრე შეგრჩებაო?" ვეუბნები, რომ არ მიძალადია პოლიციელზე.

მერე უფროსის კაბინეტში შევყავარ და იქ მაყენებს შეურაცხყოფას ეს ადამიანი და მეუბენბიან რომ "ოქმს ხელი მოვაწერო", ვეუბნები, რომ "არაფეს ხელს არ მოვაწერ". შემდეგ შევყავარ სადღაც, მე მგონი გამომძიებელთან და იწყება დაკითხვა. მე ვეუბნები, რომ "ცუდად ვარ და სასწრაფო მჭირდება" და იქაც პარკი მომწოდეს და იქაც ვარწყიე. მითხრეს "ტანზე აიწიეო" და დაზიანებები ჩაიწერეს. გამომძიებელს ეუბნება ეს ადამიანი, "გადი კაბინეტიდანო", გადის ეს ადამიანი, შემოდის ისევ ვიღაც ნიღბიანი პოლიციის ფორმაში, ის სამი ადამიანი მაკავებდა და ეს ისევ ძალადობდა ჩემზე. ამ პროცესში მე გადამამტვირიეს ხის ნივთები. ნიღბიანი აპირებდა ცხვირში დარტყმას და თავი გავწიე. როდესაც ამას მორჩნენ, დაუძახეს გამომძიებელს და მან გააფორმა ოქმი.

შემდეგ კაპეზეზე ჩავყავარ, განვაცხადე, რომ სასწრაფო მჭირდებოდა, რაზეც მითხრეს რომ "არ გჭირდება სასწრაფოო" და შემიყვანეს საკანში. ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდებოდა როდესაც სასამართლომდე მომიყვანეს და შემდეგ პენიტენციურში. როდესაც სასამართლოდან წამიყვანეს, მესმოდა, როგორ დასცინოდნენ აქციაზე დაკავებულ ყრუ-მუნჯს. დასცინოდნენ იამზე, როგორ ტიროდა. შემდეგ მიმიყვანეს პენიტენციურში. მანამდე ვერ ვისარგებლე სამედიცინო დახმარებოთ, სანამ იქაურმა ექიმებმა არ შემამოწმეს.

ამის შემეგ სასამართლო მეუბნება, რომ მე ვარ მოძალადე და მე უნდა ვიყო ციხეში. ის მოძალადეები დღემდე გარეთ არიან და აგრძელებენ ადამიანების ცემას. ვხედავთ აქციებზე რაც ხდება. ჩვენ ვითხოვდით გირაოს, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. მე არსად გაქცევას არ ვაპირებ, დიდი ხანია ამ ქვეყნისთვის ვიბრძვი და ეგრეც გავაგრძელებ.სასამართლოდან ვითხოვ მხოლოდ სამართალს და სამართლიან ქცევას ყველას მიმართ. სასამართლოს წილი ამ უსამართლობაში დიდია - მოძალადეებს აქვთ დაუსჯელობის განცდა.ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება და დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით",- თქვა პროცესზე ახალგაზრდა კაცმა.

საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციაში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლი სამართლის წესით დააკავა. მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.

აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით, რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება.

საბა სხვიტარიძის ადვოკატის ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, საპირისპიროს მოწმობს ამოღებული ვიდეოჩანაწერები და გამოკითხული მოწმეები.

"ოთხი ვიდეო ჩანაწერი და [სასტუმრო] "ქორთიარდის" ვიდეო ჩანაწერები წარვადგინეთ და გამოვკითხეთ ათეულობით მოწმე, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს. არც მირიან ქავთარაძეს და არც სხვა პირებს არ უთქვამთ, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი სხვა ადამიანებს ესხმიან თავს. კითხვას, ვინ არიან ისინი - არ პასუხობს. ვინაობას და წარმომავლობას მალავენ. ბრალდების მხარემ წარმოადგინა ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებს ნახევარ რეალობას და მე წარმოვადგინე მტკიცებულებები, რომელიც აჩვენებს სრულ რეალობას. ისინი იქცეოდნენ და აღიქმებოდნენ როგორც "ტიტუშკები" და არ აღიქმებოდნენ პოლიციელებად. ერთ-ერთმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თეონა ჭალიძეს... მოქალაქეებმა გადაწყვიტეს თავდამსხმელი მოძალადე კანონიერად მოეგერიებინათ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით მისაღებია. ისინი იყვნენ თავდამსხმელები და არა პოლიციელები... მირიან ქავთარაძემ ნაცვლად იმისა, რომ თქვას, იქ რას აკეთებდა, იგინება დედის მიმართულებით. მისი იქ ყოფნა არის ძალადობრივი და არ შეესაბამება კანონს ქცევისა და ეთიკის შესახებ. რომელიმე გამოკითხვის ოქმში თუ წერია, რომ მირიან ქავთარაძემ განუცხადა საბა სხვიტარიძეს, რომ იყო პოლიციელი?",- თქვა ადვოკატმა. ამასთან მიუთითა, რომ დაკავების ადგილი არასწორადაა მითითებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S