Accentnews.ge
შსს-ს ინფორმაციით, 10 თებერვალს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ 4 პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, 10 თებერვალს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ 4 პირი დააკავა

11/02/2025 06:53:51 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს, მათგან ორი პირი ხელწერილით გაათავისუფლეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ხელწერილით გათავისუფლებულ პირთა შორისაა პარტიის „ გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

ლევან გოგიჩაიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S