Accentnews.ge
რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში

რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში

11/02/2025 07:22:51 მსოფლიო

11 თებერვალს აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სარატოვში.

ადგილობრივი სოციალური ქსელების მეშვეობით იუწყებოდნენ, რომ დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია ქალაქის იმ რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

დილით სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ სარატოვში „ლიკვიდირებულია“ უპილოტო საფრენი აპარატები, დაზიანებულია „ერთ-ერთი სამრეწველო საწარმო", არავინ დაშავებულა. გუბერნატორი კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა "გაანადგურეს“ 40 უკრაინული დრონი, მათგან 18 - სარატოვის ოლქში, 13 - როსტოვში, 6 - ბრიანსკის ოლქში, 2 - ვოლგოგრადში და 1 - ბელგოროდის ოლქში.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დაკეტეს სარატოვის, ულიანოვსკის, კიროვისა და ყაზანის აეროპორტები.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს. კოვალენკო წერს, რომ ეს არ არის პირველი შეტევა ამ ქარხანაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საწვავით რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S