Accentnews.ge
ტრამპი აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ყველა ფოლადსა და ალუმინზე 25%-იან საბაჟო ტარიფს აწესებს

ტრამპი აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ყველა ფოლადსა და ალუმინზე 25%-იან საბაჟო ტარიფს აწესებს

10/02/2025 10:58:40 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ყველა ფოლადსა და ალუმინზე 25%-იან საბაჟო ტარიფს აწესებს, – იუწყება Reuters.

პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, ტრამპმა დააწესა 25%–იანი ტარიფი ფოლადზე და 10%-იანი - ალუმინზე, მაგრამ მოგვიანებით აშშ-ის ზოგიერთ სავაჭრო პარტნიორს: კანადას, მექსიკასა და ბრაზილიას გარკვეული კვოტები დაუწესა უტარიფო ვაჭრობაზე. როგორც Reuters წერს, ტრამპის მემკვიდრე ჯო ბაიდენმა ეს კვოტები გაავრცელა ასევე დიდ ბრიტანეთზე, იაპონიასა და ევროკავშირის ქვეყნებზე.

აშშ-ისთვის ფოლადის ყველაზე დიდი მიმწოდებლები არიან კანადა, ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთი კორეა და ვიეტნამი. კანადა რჩება პირველადი ალუმინის მთავარ ექსპორტიორად, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 80%-ს შეადგენდა 2024 წლის იანვრიდან ნოემბრამდე. აშშ-ისთვის ალუმინის ჯართისა და ალუმინის შენადნობების უდიდესი მიმწოდებელია მექსიკა.

დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელს უწესებს 25%-იან საბაჟო გადასახადს და 10%-იან ტარიფს - კანადურ ენერგომატარებლებს. პრეზიდენტმა ტრამპმა მიზეზებად დაასახელა შეერთებული შტატების საზღვრების დაცვისა და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.

მაგრამ 2 დღეში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 დღით გადადო კანადისა და მექსიკისთვის ახალი საბაჟო გადასახადების ამოქმედება. კანადამ და მექსიკამ საპასუხო ზომების მიღება შეაჩერეს. 3 თებერვალს მიღებულ ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის მოლაპარაკებები კანადის პრემიერ-მინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტთან, რომლებმაც დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ საზღვრების დაცვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S