
ზელენსკი: კურსკში რუსეთის სამეთაურო ცენტრზე დარტყმის შედეგად 20 ოფიცერი დაიღუპა
08/02/2025 12:30:01 მსოფლიო
კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო ცენტრზე დარტყმის შედეგად 20 ოფიცერი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყობინება.
„მითხრეს, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია 20 ოფიცერი. მათ შორის, ჩრდილოეთ კორეელი და რუსი ოფიცრები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი ინფორმაციით, მრავალკვირიანი პაუზის შემდეგ ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებებს დაუბრუნდა.
მან დაადასტურა მანამდე გავრცელებული ცნობები, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 2,5 კმ-ით წინ წაიწიეს.