Accentnews.ge
ტრამპი: პრეზიდენტ ზელენსკის სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევხვდები

ტრამპი: პრეზიდენტ ზელენსკის სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევხვდები

08/02/2025 12:26:38 მსოფლიო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შეხვდება.

"პრეზიდენტ ზელენსკის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევხვდები და, სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკები. მინდა, რომ ეს ომი დამთავრდეს უმთავრესი მიზეზის გამო, რომ ამდენ ადამიანს კლავენ. მილიონობით ადამიანს კარგავ ბრძოლის ველზე",- განაცხადა ტრამპმა.

მან კვლავ ახსენა უკრაინის წიაღისეული

"ერთ-ერთი რამ, რასაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ვუყურებთ, არის გარანტია მათი აქტივებით - მათ აქტივები აქვთ მიწის ქვეშ, ძვირფასი წიაღისეული და სხვა რაღაცები, მაგრამ, პირველ რიგში, ძვირფასი წიაღისეული და ჩვენ გვინდა გარანტია, რადგან როგორც იცით, ევროპა ბევრად უფრო ნაკლებ თანხას დებს - NATO, ევროპა, რაც გინდათ, ის დაუძახეთ და ჩვენ, სავარაუდოდ, 300 მილიარდზე მაღლა ვართ და ისინი, სავარაუდოდ, 100 მილიარდზე არიან. ეს დიდი თანხაა, მაგრამ ჩვენზე 200 მილიარდით ნაკლებია და ჩვენს შორის ოკეანია და მათ უფრო მეტად სჭირდებათ ეს. ასე რომ, მათ ვთხოვთ, რომ გაგვითანაბრდნენ",- თქვა ტრამპმა.

ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა ამ საკითხზე აწარმოოს მოლაპარაკება აშშ-სთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S