Accentnews.ge
ტრამპის ადმინისტრაცია "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის", იგივე FARA-ს აღსრულებას ზღუდავს

ტრამპის ადმინისტრაცია "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის", იგივე FARA-ს აღსრულებას ზღუდავს

07/02/2025 18:53:39 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, ახლადდანიშნული გენერალური პროკურორის, პემ ბონდის ბრძანებით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" იგივე FARA-ს აღსრულება იზღუდება.

ასევე, ბრძანება ზღუდავს FARA-ს დარღვევისთვის სისხლის სამართლის დევნას და განსაზღვრავს, რომ ასეთი საქმეები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც სავარაუდო ქმედებები ტრადიციული ჯაშუშობის მსგავსია და უკავშირდება უცხო ქვეყნის მთავრობებს.

დოკუმენტში ბონდი გასცემს ბრძანებას, რომ შეწყდეს ფედერალური კანონის აღსრულების მხრივ გაწეული ძალისხმევა, რომლის მიზანიც ჩინეთის, რუსეთისა და სხვა მტრული სახელმწიფოების მხრიდან აშშ-ში გავლენის მოპოვების საიდუმლო კამპანიებთან ბრძოლას გულისხმობს.

"იმისთვის, რომ მოხდეს რესურსების გათავისუფლება უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტებთან გასამკლავებლად, და რათა შეწყდეს მომავალში საპროკურორო უფლებამოსილების ბოროტად და იარაღად გამოყენება, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) სპეციალური ჯგუფი უნდა დაიშალოს". - წერია განცხადებაში.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორები "სანაცვლოდ უნდა ფოკუსირდნენ სამოქალაქო აღსრულებაზე, მარეგულირებელ ინიციატივებზე და საზოგადოებრივ ხელმძღვანელობაზე".

ბრძანებაში წერია, რომ ამ პროექტებზე მომუშავე პერსონალი გადანაწილდება ნარკოკარტელებისა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S