
ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა აუკრაძალოს
07/02/2025 06:21:39 მსოფლიო
ფინეთის მთავრობამ განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანია აკრძალოს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ აგრესიულ ომს ან საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას, - იუწყეება „დოიჩე ველე“.
ფინეთის თავდაცვის მინისტრ ანტი ჰაკანენის თქმით, "რუსეთი კვლავ საფრთხეს უქმნის ევროპაში უსაფრთხოებას და მისი მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნას მტრული გავლენის განსახორციელებლად“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჟამად განიხილება ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების საფუძველზე რუსებისთვის უკვე მიყიდული უძრავი ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა.