
ტრამპი: ისრაელი აშშ-ს გადასცემს ღაზას მას შემდეგ, რაც ბრძოლები დასრულდება და სექტორის მოსახლეობას სხვაგან გადაასახლებენ
07/02/2025 06:10:54 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი აშშ-ს გადასცემს ღაზას მას შემდეგ, რაც ბრძოლები დასრულდება და სექტორის მოსახლეობას სხვაგან გადაასახლებენ.
„ბრძოლების დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზას სექტორს გადასცემს აშშ-ს. იმ დროისთვის, პალესტინელები უკვე გადასახლებული იქნებიან რეგიონის ბევრად უფრო უსაფრთხო და ლამაზ არეალებში ახალი და თანამედროვე სახლებით“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
"ტრამპის განცხადების შემდეგ ისრაელმა უბრძანა თავის არმიას მოემზადოს ღაზადან პალესტინელების ნებაყოფლობითი გამგზავრებისთვის“, –იუწყება Reuters.
რეგიონის დიდმა სახელმწიფომ – საუდის არაბეთმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება. იორდანიის მეფე აბდულამ, რომელიც მომავალ კვირას შეხვდება ტრამპს თეთრ სახლში, 5 თებერვალს თქვა, რომ იგი უარყოფს ტერიტორიის ანექსიის ნებისმიერ მცდელობას და პალესტინელების გასახლებას.
ტრამპის წინადადება პალესტინელების ღაზადან გადასახლების შესახებ ეგვიპტემ და იორდანიამაც უარყვეს. ტრამპის იდეა დაგმეს ასევე ღაზას სექტორის მცხოვრებლებმა.