Accentnews.ge
ზელენსკი – აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე: ჩვენი გუნდები ერთად იმუშავებენ

ზელენსკი – აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე: ჩვენი გუნდები ერთად იმუშავებენ

06/02/2025 19:08:43 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ არ აქვს უკრაინაში ომის დასრულების ოფიციალური გეგმა.

„ის, რაც ამა თუ იმ პუბლიკაციაში გამოჩნდა, მაინც დარწმუნებული ვარ, შეიძლება ვცდებოდე, არ არის პრეზიდენტ ტრამპის ოფიციალური გეგმა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდები ერთად იმუშავებენ. არ შეიძლება, არსებობდეს ვინმეს მხრიდან ცალკე გეგმა, თვით აშშ-ის მხრიდანაც კი. დაველოდოთ ჩვენს ოფიციალურ მოლაპარაკებას და ოფიციალურ შედეგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტრამპი იცნობს საკითხებს, სადაც უკრაინელი ხალხი დათმობაზე არ წავა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტვლადიმირ პუტინს მასთან საუბრის „ეშინია“:

„პუტინს პრინციპში ჩემთან ომის დასრულების შესახებ ლაპარაკისა ეშინია. არ ვიცი, რატომ. ზრდასრული ადამიანია, მაგრამ ჩემთან მარტო დარჩენისა ეშინია. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ტრამპი აიძულებს მას, ომი დაასრულოს".

აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კიტ კელოგმა უარყო ცნობა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ წარადგენს, როგორც ამაზე მანამდე Bloomberg იუწყებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S