Accentnews.ge
დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

25/02/2020 15:48:40 თავდაცვა, რეკლამა

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობა ესწრებოდნენ.

კადეტებმა ლიტერატურული კომპოზიციით -„რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“ პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას. მათ მცირე პერფორმანსით გააცოცხლეს საქართველოს ისტორიის მტკივნეული წარსული (ხელმძღვანელები ნინო დანგაძე, ნინო გედენიძე).

ღონისძიების დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა საუკეთესო აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და გამორჩეული დისციპლინის მქონე სამი კადეტი: ეთერ ბახტურიძე, ლაშა აბულაძე და ანა-მარია ქებაძე დააჯილდოვა. დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრი, საბუნებისმეტყველო საგნებისა და რობოტექნიკის ლაბორატორიები დაათვალიერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S