Accentnews.ge
"ქართულ ოცნებას" "ოპონირებას" ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი გაუწევენ

"ქართულ ოცნებას" "ოპონირებას" ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი გაუწევენ

05/02/2025 11:58:21 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას. მანამდე სადავო პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა სამი პოლიტიკური კოალიციის 49 დეპუტატს.

როგორც ილია ინჯიამ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ახალ ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ჩამოაყალიბებენ.

"ოპოზიციაში" გადასულმა ინჯიამ თქვა, რომ გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის“ "რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება". მანამდე "ოპოზიციაში" გადასვლის შესახებ "ხალხის ძალამ" განაცხადა.

„ჩვენი დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდე იყო. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის მისიის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად",- თქვა ილია ინჯიამ.

ილია ინჯიასთვის, ვარლამ ლიპარტელიანისა და ნიკა ელისაშვილისთვის საპარლამენტო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობის მიცემის გამო, პარლამენტის რეგლამენტი იცვლება.

მანამდე XI მოწვევის სადავო პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რეგლამენტი სპეციალურად „ხალხის ძალისთვის“ შეიცვალა და მასში ჩაიწერა, რომ ნებისმიერ შვიდ დეპუტატს, ვინც არჩევნებში წარმდგენ პარტიას დატოვებდა, პოლიტიკურ ჯგუფს შექმნიდა. პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დასვა საკითხი, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ცვლილება პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებულ ნორმასაც შეეხოს და მისი შექმნის შესაძლებლობა შვიდის ნაცვლად, ნებისმიერ სამ დეპუტატს მიეცეს, ვინც არჩევნებში წარმდგენ პარტიას დატოვებს. სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებულ ინიციატივას დაეთანხმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S