
ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან აშშ-ის გასვლაზე
05/02/2025 05:21:14 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას გაეროს სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან შეერთებული შტატების გამოსვლის შესახებ.
განკარგულების თანახმად, ვაშინგტონი გამოდის გაეროს ამ საბჭოდან, ასევე პალესტინელთათვის დახმარების მთავარი სააგენტოდან და უნდა გადახედოს გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციაში - იუნესკოში თავის მონაწილეობას.
ამავე დოკუმენტის თანახმად, უნდა მოხდეს აშშ-ის მიერ გაეროს დაფინანსების საკითხის ფართო განხილვა.