Accentnews.ge
ბაქო: აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსული რაკეტა "პანცირით" იქნა ჩამოგდებული

ბაქო: აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსული რაკეტა "პანცირით" იქნა ჩამოგდებული

04/02/2025 20:35:35 მსოფლიო

ავიაკომპანია "აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) თვითმფრინავი, რომელმაც გასული წლის დეკემბრის ბოლოს ყაზახური აქტაუს მიდამოებში კატასტროფა განიცადა, რუსული რაკეტა "პანცირ-C»-ით იქნა ჩამოგდებული, - იუწყება Reuters-ი აზერბაიჯანის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, ბაქოს გააჩნია რაკეტის ფრაგმენტები, რომელიც ლაინერის ნამსხვრევებს შორის იპოვეს და საერთაშორისო ექსპერტიზის შედეგად იქნა იდენტიფიცირებული.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 4 თებერვალს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ავიაკატასტროფის შესახებ პირველადი ანგარიში გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ლაინერის კორპუსზე, რამდენიმე ადგილას გარედან მოხვედრილი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის როგორც გამჭოლი, ისე შემავალი დაზიანებებია აღმოჩენილი.

თავის მხრივ აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ ავიაკატასტროფის დღეს გროზნოს (ჩეჩნეთის რესპუბლიკა, რუსეთი) აეროპორტში უკრაინული დრონების შესაძლო შეტევის მოსაგერიებლად სპეციალური ჰაერსაწინააღმდეგო გეგმა მოქმედებდა, თუმცა დისპეტჩერმა ეს ინფორმაცია უკვე ავიაკატასტროფის შემდეგ გაამხილა.

ცნობისთვის: 2024 წლის 25 დეკემბერს მომხდარ ავიაკატასტროფას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ დაზიანებების მიღების შემდეგ Embraer E190-ის ეკიპაჟმა ავარიული დაშვების ნებართვა ითხოვა, თუმცა ყველა რუსულმა აეროპორტმა ბორტის მიღებაზე უარი განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რამდენჯერმე მოუწოდა მოსკოვს, "ადამიანურობა გამოიჩინოს და მომხდარის შესახებ სიმართლე აღიაროს".

ინციდენტიდან სამ დღეში პუტინმა ალიევს დაურეკა და ბოდიში მოიხადა "რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის" გამო. საპასუხოდ ალიევმა მოითხოვა, რუსეთმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად აღიაროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S