
ტრამპმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აღადგინა
04/02/2025 15:01:33 მსოფლიო
ხანმოკლე პაუზის შემდეგ, თებერვლის პირველ რიცვხებში აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლა, - იუწყება Reuters-ი საკითხში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა თავდაპირველ იდეაზე, ომის შესაჩერებლად უკრაინისთვის ყოველგვარი სამხედრო დახმარება შეეწყვიტა. თუმცა თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმაზე, თუ რა მოცულობით უნდა მიეწოდოს კიევს სამხედრო დახმარება.
ცნობისთვის: ტრამპმა კიევისთვის შეიარაღების მიწოდება სხვა ქვეყნებისთვის ამერიკული დახმარების 90-იანი ვადით შეჩერების შესახებ ბრძანების ფარგლებში შეწყვიტა, - იუწყებოდა The Washington Post-ის წყარო კონგრესში. სახდეპში აღნიშნავდნენ, რომ ბრძანება ეხებოდა უპირველესად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელიც უკრაინას მთავრობის საბიუჯეტო მხარდაჭერის ფარგლებში ათობით მილიარდ დოლარს აწვდიდა ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების მიზნით. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ტრამპის ბრძანება უკრაინის სამხედრო დახმარებას არ ეხებოდა. იგივე გაიმეორა მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
თავად სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების არც შეჩერების შესახებ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება და არც აღდგენის თაობაზე.
სახდეპის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროიდან 2025 წლამდე აშშ-მა კიევს $66 მლრდ-ის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო. ტრამპი ამ კუთხით $200 მლრდ-იან თანხაზე საუბრობდა.