Accentnews.ge
იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

25/02/2020 11:30:38 საზოგადოება

იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, კორონავირუსი არ დაუდგინდა. 20 წლის პაციენტს H1N1 ვირუსი აღმოაჩნდა.

"პაციენტი ბოქსირებულ პალატაში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას ჩვეულებრივ პალატაში ხვალ გადაიყვანენ“, – აცხადებს კლინიკის ექიმი თემურ ნადირაძე.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S