Accentnews.ge
ყაველაშვილი: "მადლობა თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას და წესრიგს ქვეყანაში"

ყაველაშვილი: "მადლობა თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას და წესრიგს ქვეყანაში"

04/02/2025 09:48:36 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მათ შორის პოლიციელებს მადლობას უხდის.

მან "ქართული ოცნების" პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოხსენებით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა, მათ შორის "თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და წესრიგს ქვეყანაში".

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება, ათეულობით საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა და ახლა გეგმავს დემონსტრაციების შესაზღუდად გაამკაცროს კანონმდებლობა, კერძოდ, გაზარდოს ჯარიმები და პატიმრობის ვადა, 68–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობდა მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებოდნენ, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებდნენ პიროტექნიკას, დაშავდნენ პოლიციელებიც.

  • აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S