
ტრამპმა კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან შემავალ საქონელზე მაღალი საბაჟო ტარიფები დააწესა
02/02/2025 06:13:00 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, რომლის თანახმად, 25%-იანი საბაჟო გადასახადი კანადიდან და მექსიკიდან შემოტანილ საქონელს დაუწესდება, ხოლო ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტს - 10%-იანი.
ენერგეტიკული პროდუქტებს კანადიდან 10%-იანი გადასახადი დაედებათ, ხოლო ენერგომატარებლებს მექსიკიდან – 25 %-იანი.
თეთრი სახლის ცნობით, ახალი ნორმები 4 თებერვლიდან ამოქმედება "საგანგებო ვითარების მოსაგვარებლად, რომელიც ფენტალინსა და ქვეყანაში უკანონოდ უცხოელების შევლას უკავშირდება".
ტრამპის თქმით, მისი ამომრჩეველი მიემხრო იმას, რომ შეწყვეტილიყო უცხოელების უკანონო შესვლა და მომაკვდინებელი ნარკოტიკების შეტანა ქვეყანაში.
"ჩვენ უნდა დავიცვათ ამერიკელები და ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა უზრუნველვყო ყველას უსაფრთხოება", – დაწერა მან სოციალურ ქსელში.