Accentnews.ge
იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება

იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება

25/02/2020 07:33:56 საზოგადოება

იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დილით დაუფიქსირდა ტემპერატურა 38,5, ამ დროისთვის კი – 37,2. ვფიქრობ, მას მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს და კორონავირუსი სავარაუდოდ, არ დადასტურდება“, – აცხადებს ექიმი ნესტან ჭეიშვილი.

მისივე თქმით, 20 წლის პაციენტის ანალიზები თბილისის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხები დღის ბოლომდე იქნება მზად.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S