Accentnews.ge
ბოლო 24 საათში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება ჯამში 139 მლრდ დოლარით შემცირდა

ბოლო 24 საათში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება ჯამში 139 მლრდ დოლარით შემცირდა

25/02/2020 07:04:02 მსოფლიო, ეკონომიკა

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ–სა და სხვა ქვეყნებში, საფონდო ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი ვარდნის გამო მსოფლიოს 500–მა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღე-ღამეში ჯამში 139 მლრდ დოლარი დაკარგა, – იუწყება „Bloomberg“.

მისივე ცნობით, კომპანიამ „Louis Vuitton Moet Hennessy“ და კორპორაცია „Amazon“–ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა 4,8-4,8 მლრდ დოლარი დაკარგეს; ესპანურ სავაჭრო ქსელ „ზარას“ მფლობელმა ამანსიო ორტეგიმ 4 მლრდ დოლარი იზარალა, კომპანია „Facebook“-ის დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა – 3,48 მლრდ.

უმდიდრეს რუსებს შორის გასული დღე–ღამის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა (1,21 მლრდ დოლარი) დაკარგეს კომპანია „ლუკოილის“ ხელმძღვანელმა ვაგიტ ალეკპეროვმა და კომპანია „ნოვატეკას“ პრეზიდენტმა ლეონიდ მიხელსონმა (692 მლნ დოლარი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S