
მედია: რიყის პარკში მოზარდი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა
29/01/2025 11:55:10 საზოგადოება
რიყის პარკში მოზარდი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა, – იუწყება „ტვ პირველი".
ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მე-8 კლასელი ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა.
თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.