Accentnews.ge
მოსამართლე კალიჩენკომ 18 წლის საბა ჯიქია პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე კალიჩენკომ 18 წლის საბა ჯიქია პატიმრობაში დატოვა

29/01/2025 10:49:16 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია, რომელსაც "პოლიციელზე თავდასხმას" ედავებიან. პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ მოსამართლეს გირაო შესთავაზა და ხაზი გაუსვა, რომ დაკავებულს არ აქვს მოწმეებზე ზემოქმედების შესაძლებლობა, რადგან ყველა გამოკითხული ან გამომძიებელი ან ექსპერტია.

საბა ჯიქია თავს დამნაშავედ არ ცნობს.

18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S