
ნინი ბადურაშვილმა „იმედი“ დატოვა
29/01/2025 09:41:09 საზოგადოება
მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა, რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა „იმედში“, ტელეარხთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ მან თავად უთხრა ambebi.ge-ს.
„ვფიქრობ, რომ ერთი ეტაპი დასრულდა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ეს დრო გავატარე. ვფიქრობ, სხვა რაღაც დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში, მუსიკით უფრო მეტად დავკავდე“, - ამბობს მომღერალი ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ის არ აზუსტებს, უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს:
"ამას ჩემთვის დავიტოვებ",- პასუხობს შეკითხვას ბადურაშვილი.
ნინი ბადურაშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „პრაიმ შოუს“ თანაწამყვანი იყო ბოლო რვა წლის განმავლობაში.