Accentnews.ge
ზელენსკი: ფიცო ირჩევს მოსკოვს

ზელენსკი: ფიცო ირჩევს მოსკოვს

29/01/2025 06:40:07 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ირჩევს რა მოსკოვს დასავლელი პარტნიორების ნაცვლად, რუსული გაზისთვის დამოუკიდებლობით და სუვერენიტეტით იხდის. მანამდე რობერტ ფიცომ გუშინ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის მტერია.

„სლოვაკეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის საყურადღებოდ: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტს, კერძოდ, ევროპაში. ეს არის ის, რაც საჭიროა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის - მეტი ენერგორესურსები პარტნიორებისგან ევროპისთვის. ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის საფასური უნდა გადაიხადოთ ფულით, მაგრამ რუსული გაზის საფასური უნდა გადაიხადოთ არა მხოლოდ ფულით, არამედ დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით. ევროპაში ბევრმა უკვე გაიარა ეს და აირჩია საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება“, - თქვა ზელენსკიმ და განაგრძო, რომ ევროპელი პარტნიორებისგან განსხვავებით, ფიცომ ორიენტირება მოსკოვზე მოახდინა:

„ბატონი ფიცო ირჩევს მოსკოვს ნაცვლად ამერიკისა და სხვა პარტნიორებისა, რომლებსაც შეუძლიათ მის ქვეყანას გაზი კომერციული პირობებით მიაწოდონ. ეს მისი შეცდომაა. ევროპაში ყველა უნდა იყოს წინდახედული და განავითაროს ურთიერთობები, რომლებიც აძლიერებს ჩვენს ერებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S