
მედია: სერბეთის პრემიერი თანამდებობას ტოვებს პროტესტის ფონზე
28/01/2025 10:29:06 მსოფლიო
სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი დღეს გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას, - იტყობინება ადგილობრივი მედია.
მედია წერს, რომ ვუჩევიჩმა გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.
სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ჩაუდგნენ სათავეში, მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს 13 ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.