
დანია არქტიკაში სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად $2 მილიარდს გამოყოფს
28/01/2025 08:00:08 მსოფლიო
დანია არქტიკაში სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად $2 მილიარდს დახარჯავს.
დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ძალისხმევა რეგიონში დაზვერვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება.
“მოკავშირეებისა და NATO-ს ძალისხმევის მხარდაჭერა აუცილებელია ზოგადი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის” – წერია განცხადებაში.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიან მოტცფელდტმა აღნიშნა, რომ გრენლანდია ახალი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშეა. მას დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა სავარაუდოა, რომ მხედველობაში ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები გრენლანდიის ყიდვასთან დაკავშირებით.