Accentnews.ge
ტრამპი: „რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ

ტრამპი: „რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ

28/01/2025 06:39:13 მსოფლიო

„რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან თქვა, რომ შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

„პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი [თავდაცვის მდივანი] იქნება. მას ძალიან კარგად ვიცნობ და ის შესანიშნავი იქნება. პიტ ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა „რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც ამერიკელებს დაიცავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მსგავსი თავდაცვის სისტემით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ „აშშ-ს ტექნოლოგია არ ჰქონდა“.

„ჩვენ ახლა ფენომენალური ტექნოლოგია გვაქვს. ამას ისრაელში ხედავთ. ვფიქრობ, აშშ-ს ამის უფლება აქვს და ყველაფერი 100%-ით აშშ-ში დამზადდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S