
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: 50 დღეზე მეტია, ქართველი ხალხი, რომელსაც ევროპული მომავალი სურს, კვლავ ქუჩაშია, რაც გვავალდებულებს, ვიმოქმედოთ
27/01/2025 09:35:39 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ კიასტუსის ბუდრისის განცხადებით, საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება. ამის შესახებ მან ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც ევროპული მომავალი სურს, 50 დღეზე მეტია, კვლავ ქუჩებში დგას, რაც გვავალდებულებს ჩვენ, რომ ამას პასუხი გავცეთ და ვიმოქმედოთ. გავიხსენოთ საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო შეხვედრა, ჩვენ ხელიდან გავუშვით ძლიერი მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობა და ძლიერი შემზღუდველი ზომების დაწესების შესაძლებლობა, როგორც ეს ჩვენ ლიეტუვაში დავაწესეთ და ზოგიერთი სხვა ქვეყანაც ჩვენს მაგალითს მიჰყვა. ეს უნდა გაგრძელდეს. საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება. ეს არის ჩვენი წინსვლის გზა, სხვა შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული სიტუაცია იშლება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის: ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ.