
"სიგარეტის ფასი 15 ლარამდე არ მოიმატებს"
24/02/2020 13:25:56 ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სიგარეტის ღირებულება 15 ლარამდე არ მოიმატებს.
"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მეთქვას, რომ 15 ლარი გახდება სიგარეტის ფასი, რაც აბსოლუტურად არასწორია. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში გვიწერია, რომ უნდა გავუთანაბრდეთ ევროკავშირის სტანდარტებს. პირველი დედლაინი იყო 2022 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ვადამ გადაიწია 2026 წლამდე. ჩვენ სექტორთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, მათ ავუხსენით, რომ 2020-2021 წლებში აქციზის ზრდა არ მოხდება. მერე კვლავ გვექნება კომუნიკაცია და გავაცნობთ ისევ 2-წლიან გეგმას, იქნება ზრდა თუ არა. რაც შეეხება იმას, 2026 წელს გათანაბრდება თუ არა ფასი ევროკავშირთან, მე ვფიქრობ, ვადას გადავწევთ და ფასები გათანაბრდება მაშინ, როცა შევალთ ევროკავშირში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.