Accentnews.ge
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკომ გაიმარჯვა

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკომ გაიმარჯვა

27/01/2025 05:51:05 მსოფლიო

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

მისივე ცნობით, ლუკაშენკომ ხმების 86,82% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ კანდიდატს, ოლეგ გაიდუკევიჩმა მიიღო 2,02%, ანა კანაპაცკაიამ – 1,86%, სერგეი სირანკოვმა – 3.21%, ალექსანდრ ხიჟნიაკიმ 1,74%, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3,60%-მა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 85,70 %-ი შეადგინა.

70 წლის ლუკაშენკოს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა 1994 წლიდან უკავია.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 25 იანვარს სოციალურ ქსელ X-ში შემდეგი დაწერა:

„ლუკაშენკო 30 წელია, ძალაუფლებას ეპოტინება. ხვალ ის კიდევ ერთხელ წამოაყენებს თავის კანდიდატურას მორიგ იმიტაციურ არჩევნებზე. ეს არის დემოკრატიის აშკარა შეურაცხყოფა“.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ მხარდაჭერა გამოუცხადა ბლარუსის მოსახლეობას, ასევე "ყალბი" უწოდა არჩევნებს ბელარუსში.

„ჩემი გზავნილი ბელარუსის ხალხს: იყავით მტკიცენი, ჩვენ მხარს დაგიჭერთ, დიქტატურის დრო დასრულდება. დემოკრატია გაიმარჯვებს“, წერს იგი სოციალურ ქსელში.

პოლიტიკურმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქციები გამართეს ვილნიუსში, რიგაში, ვარშავაში, პრაღასა და სხვა ქალაქებში. მათი თქმით, ქვეყანაში ავტორიტარი ლიდერის მმართველობა უნდა დასრულდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S