Accentnews.ge
იტალიაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს

იტალიაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს

26/01/2025 07:35:09 მსოფლიო

იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს, - იუწყება ადგილობრივი მედია.

მისივე ინფორმაციით, პოლიციამ უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა.

უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებს შეატყობინეს, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობა საგადასახადო კოდის მოსაპოვებლად თავს ევროკავშირის მოქალაქეებად წარადგენდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების (სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის) პირადობის მოწმობებით.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ამ გზით მათ შეძლეს მუშაობის უფლების მიღება და ასევე სარგებლობა იმ იურიდიული, საგადასახადო და ჯანმრთელობის შეღავათებით, რითაც ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ. შემდეგ ისინი სხვა პროვინციებში გადადიოდნენ, სადაც სამუშაოებს უფრო ადვილად პოულობდნენ.

გამომძიებლები ვარაუდობენ კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაციის არსებობას, რომელიც დოკუმენტებს საზღვარგარეთ აწარმოებს და დაახლოებით, 600 ევროს გადახდის შემდეგ მყიდველებს აწვდის.

მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძინა ყალბი დოკუმენტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S